Monday, March 21, 2011

NO WAR!

.....
ნუ ებრძოლები საკუთარ თავს,
თორემ უთუოდ დაღუპავ მას!
ვინც მკვლელს მოკლულის იმედად კლავს,
ფუჭად იმრუდებს მსროლელის მკლავს!
ჯარისკაცები უდაბნოში ჰყიდიან სისხლს,
იქვე სატანა ჩასაფრდება და გველიც მძლავრობს...
ჯარისკაცები შვილებისთვის ჰყიდიან დღეებს,
და დღეებისთვის გასამრჯელოს ბანკში რეცხავენ -
(სისხლში ნაშოვნი ფულის სუნი უფრო მძაფრია).
სისხლით ნაყიდი დედამიწაც მით უფრო ძვირი.
მომაკვდინებელ ცუნამებში მოსჩანს ატომის
ერთიათასად მრავალქმნილი და მრავალსახა მახე - პანტომი.
როცა სამყარო თვით მესამე ომის ნისლშია,
მე მახსენდება უდაბნოში მყოფი სატანა,
კომუფლირებულ ფორმიან მხედრებს რომ უსაფრდება.
და რომ არავის არ აქვს ძალა მისი ატანის...
შვეულმფრენებით ჩაახშობენ მგონი გენერალს,
და იმდენ კილო სისხლს მდინარეებად ააჩქროლებენ,
რომ თვით კუნძულთა დამანგრეველ უცხო ცუნამებს
აუჩუყებენ გაყინული ოკეანის წყლით სავსე გულებს.
და ბორგავს ასე მსოფმხედველთა უსისხლო მასა.
მშობლებს შვილების ტკივილები მოსვენებას აღარც კი აძლევს...
თქვენი გულისთვის პატარებო დავანგრევთ ნაღმებს,
თქვენი გულისთვის ბეტონის სარკოფაგებში გამოვამწყვდევთ
მანათობელი ენერგიის შეუცვლელად სასიცოცხლო და დამღუპველ ბგერებს.
მოდით, მობრძანდით, ჩვენ ჯერ კიდევ შეგვრძა გარემო,
ჯერ კიდევ ჰყვავის ცივ გომბორზე უცხო ყვავილი.
სანამ ძალა გვაქვს შვილებს უნდა შევწიროთ ღონე,
რომ მათი პაწაწინა უმწეო სხეულები სულ მთლად გადარჩნენ,
რომ მათი სუნთქვით გავიმდიდროთ გზა - ჰუმანიზმის.
და აღარასდროს აღარ შევქმნათ მკვლელი - ატომი!
...ნეტავ ვიცოდე რას ფიქრობდა მაშინ ბელადი?
რამ აღატკინა, რამ მოხიბლა, რამ აიძულა?
ძირს! ძირს! ძირს! ძირს ყველაფერი ის რაც მკვლელის ნიჭმა წარმოქმნა.
ჩვენ უახლესი სიცოცხლის შექმნის ნიჭით მოვედით!

ზურაბ ბეგიაშვილი

No comments:

Post a Comment