Friday, April 1, 2011

Poetry

*****
მოგონებები დაიცალა, ვითარცა გაცვდა...
დაკარგულია თუ ნაპოვნი ვერ ვგრძნობ თაობას.
მოგონენები იპოვიან ისევ ჩვენ გვამებს,
და ჩირქსაც ისევ წარმატებით რეცხავს საპონი.
კვლავ სიხარულმა მომანიჭა ბედნიერება.
ნეტავ რააო მკითხეს გუშინ მაგისტრანტებმა...
თავად ამოხსნეს, უპასუხეს თავისვე კითხვას:
„არა მუდმივი, არასანდო და სანანები“.
მე კი მგონია, რომ ის არის ფრიად მარტივი,
ერთგავარად მძაფრი და საჭირო დღეთა საწონი...
და რომ დიდი ხნის მანძილობით დამგარი რძისგან
პირველსაწყისად გვეახლება ქილით მაწონი...
ბედნიერებას ვერას აკლებს მაწვნის სიმჟავე,
და ის მარადის თავს იახლებს ახლის მიჯნაზე...
მერე მსოფლიო ისევ ფერთხავს დათოვლილ მკლავებს,
უფრო კი სწორად - ნაგავს იცლის სხეულის მხრიდან.
მრავალი ჩვენი თვალსაჩინო და თვალწარმტაცი
თანამედროვე ან მედროვე ვარდება ხრამში...
დედამიწაა მილიონ წელს რომ ძლებს და გაძლებს,
თორემ ჩვენს ყოფას ისაკუთრებს კოსმოსის წამი...
დღიან სივრცესი გამოჩნდება უძლური ღამე,
იცის, რომ ხვალე კვლავ მზე ამოვა და გაანათებს.
მზიან სივრცეში მალე გადის თვით ჩვენი წამიც.
მაგრამ აზრი აქვს რომ უაზროდ არ იკარგება.
არავის უნდა ჩვენი სიტყვა - დღეს პოეტებო!
მსოფლიო წიგნთა დახლზე ხარბად წევს კოელიო.
და თუ ჭილაძეს უძველესი საბეჭდ მანქანის
განგვაცვიფრებს ისევ სიმაღლე
დახლებს დაიპყრობს მოქართულე ბრძენი ოთარი...
რაღაც სხვა გეგმით მიუყვება გეგმებს ევროპა,
არც ჩვენს ენაზე ეცემიან მცოდნე ტურისტნი.
მათ ურჩევიათ სიიაფე კვების, გართობის...
და არ ადარდებთ, რომ გმირების გვაქვს კოლექცია...
გუშინ ვესტუმრე სასტუმროში სანდო გერმანელს,
იტალიელსაც, ფრანგსაც, მგავზრსაც და აბეზარსაც.
გუშინ დავხატე საქართველოს უცხო სიმაღლე,
მაგრამ ვერც ერთი ვერ მოვხიბლე ჩემი სიმართლით.
ქვეყანას იცნობს ხაჭაპური, მწვადი ხინკალი...
სულაც არ დარდობს ათას წლის წინ ვინ ვინ იყავი.
თუ კი უსწორო წარმოდგენას აქვს აღასასრული,
თუ კი შოპინგში შერეული გასცეს ქურდები,
თუ სამუდამოდ მოვირიდებთ სტალინს და ლენინს,
მხოლოდ მას შემდეგ ნატოს სწორი ერი ვიქნებით...
ისევ გუგუნებს ზარბაზანი, ისევ საფრთხეს ქმნის ერდოღანი...
ისევ იზრდება ბარელის ფასი და ავტოსახლებს სტუმრობს GM-ი.
ელექტრო ძაბვა შეძლებს თქვენს დაგვას და მოდერნისტი ელვა-მობილი.
და თვით შუაგულ ევროპას გასცდა ნავთობ-მაგნატის თურქი ძმობილი.
ტანკებს რა ვუყოთ, ტანკებს ვინ ხედავს, ტანკებს დააფრთხობს ჩიორა ჩიტი?
და უნავთობოდ დარჩენილ ტანკერს კრიზისის ელის ხანა ცნობილი.
ისევ ვაგროვებ განცდებს ფურცლებზე, რომ არ დავკარგო მოგონებები,
ისევ ვაგროვებ და მათი გროვა მაძლევს კვლავ ლოცვის ახალ საფუძველს.

29.03.11წ. ზ. ბეგიაშვილი

4 comments:

  1. მეგონა ჩემში პოეტი მოკვდა.
    მეგონა გავცვდი და არად ვღირვარ,
    და როცა გარეთ ფოთლები თოვდა ...
    და როცა გვნახა ნოემბრის პირმა...
    შენ ამბობ შიში ამიტანს ხოლმე,
    არ მინდა ჩემგან სადმე წახვიდე,
    არ მინდა ისევ გიჟურად თოვდეს,
    და მე ველოდო უცხო ნაპირებს...
    მე მესმის შენი და მჯერა კიდეც,
    რომ ჩვენ ვასკდებით სიცოცხლის კიდეს.
    რომ შემოდგომას მოაქვს ზამთარი
    და ტრაგედიაც სწორედ მანდ არის.
    ყოველ სიცოცხლეს მოაქვს სიცოცხლე,
    და ყოველ სიკვდილის სიცოცხლით ჰკლავენ,
    მწვერვალთან უნდა ალბათ მიცოცდე
    რომ გაიაზრო სრულად ორთავე...

    ReplyDelete
  2. შემოდგომის დედოფალო,
    წინანდალის ბაღის ქარო!
    შენ ფოთლები გინდა თვალო...
    რომ ტკივილი დაიფარო...
    რომ არ დაჭკნეს მომავალი
    რომ სიყვარულს მიებარო...
    არ მიიღო ზამთრის ვალი,
    რაგინდ ნაზი გითხრას ხარო!
    შემოდგომის დედოფალო,
    ლაზის გენში წინანდალო!
    ჯადოსნურო ნატვრის თვალო,
    გსურს სამყარო დაიფარო?!

    ReplyDelete

  3. საათზე?

    საათმა თვითონ იფიქროს ჩემზე,
    რომ პოეტი ვარ მე ყოვლის შემძლე!
    იფიქროს წამებს აჩუქოს წამი,
    რომ მომაწონოს თავი მე რამით!
    საათი ითვლის, ითვლის და ითვლის...
    საათს არ ახსოვს ფერები მიტკლის...
    დრო არ ჩერდება, დრო სულ წინ მიჰქრის...
    რომ შეგვიჩეროს სუნთქვა და ფიქრი!
    მე შენზე ვფიქრობ, ვფიქრობ და ვფიქრობ...
    დროის შეგრძნებას მით უფრო მიქრობ.
    წამზომიც წამებს წელავს აწამებს...
    მაფერხებს, ისრის მესვრის მე გამებს!



    ReplyDelete
  4. საქართველო

    ხევებს ბუჩქებად, რომ გაჰყოლია
    ბროწეულისფერი დალალები,
    ფიქრებს შენი სუნთქვა აჰყოლია...
    შენი გულის ფეთქვა გამალებით!
    ვიცი უშენობა როგორია,
    და თვაწუვდენელი კამარები...
    ფიცი ჩემი მიწის, რომ მგონია
    მამაც წინაპართა ნაბარები!
    შენი სიყვარული, რომ მდომნია,
    უფლის სიყვარულის სადარები.
    სადღაც გომორი და სოდომია,
    შენთან უწმინდესთა სამარები.
    მიწა მაჩაბელთა კორდონია,
    შენი გენეტიკის შესაკრები,
    ზღვასთან მოჩურჩულე სოხუმია
    გამოცოცხლებულა შედარებით.
    კავკასიონიდან მოგვდგომია
    ჯვარით შემოსილი ბეგარები...
    ომი არასოდეს მოგდომია,
    ავხორც გულსთქმათა ნეტარებით.
    ხევებს ბუჩქებად, რომ გაჰყოლია
    ბროწეულისფერი დალალები,
    ფიქრებს შენი სუნთქვა აჰყოლია...
    შენი გულის ფეთქვა გამალებით!

    ზურაბ ბეგიაშვილი 27.02.2014 წელი

    ReplyDelete